უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა უწმიდეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსენებული წერილის ტექსტი გამოაქვეყნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, სადაც საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხელმოწერაში დაფიქსირებულია მხოლოდ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. http://www.patriarchia.ru/db/text/5750716.html
ეს წერილი, ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა დოკუმენტის სახით, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური ხელს წერს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთგზის წარმოაჩენს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ დამოკიდებულებას საქართველოს საპატრიარქოსა და მისი მეთაურისადმი – რუსეთის ეკლესია პრინციპულად და უხეშად არ აღიარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას.
აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიერ გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის ტექსტის უხეშად შეცვლილი სახით გამოქვეყნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ არის საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა, უღირსი ქმედება და უპატივცემულობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, მისი კანონიკური საზღვრებისა და მამამთავრისადმი.
Πηγή: WeNews.ge
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου
Σημείωση: Μόνο ένα μέλος αυτού του ιστολογίου μπορεί να αναρτήσει σχόλιο.