e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Τετάρτη 21 Δεκεμβρίου 2022

საპატრიარქო უწყება ქრისტესშობაზე (2022) [in georgian]


       † ბართოლომეოსი

წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა-ახლისა 

                             რომისა და მსოფლიო პატრიარქი

              მადლი, წყალობა და მშვიდობა ეკლესიის სისავსეს

                ბეთლემს შინა შობილი ქრისტე მაცხოვრის მიერ

* * *

   ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო,

   უფლის მიერ საყვარელნო შვილნო ,

  

დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა საუკუნითგან და ნათესავთაგან“ (კოლ. 1, 26). ქრისტეში სრულად არის გაცხადებული ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, როგორც განმარტავს ამას თეოლოგიურად წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „ჩვენ ბუნებითად ადამიანები, ხოლო ის, ბუნებითად ღმერთი კაცთმოყვარების გამო გახდა ადამიანი. ჩვენ, როგროც ქმნილებანი, ბუნებითად ღვთის მონები ვართ; ხოლო მან, ბუნებითად ენეხთისმა, სახე მონისა მიიღო, როდესაც განკაცდა. ის ბუნებითი ღმერთია; ჩვენც მადლისმიერი ღმერთები; ის ბუნებითი ძეა; ჩვენც ძეები ვართ წოდებითად, როგორც საძმო, რომლებიც ქედს ვიხრით მის წინაშე“ (Κυρίλλου Ἀλεξανδρείας, Ἡ Βίβλος τῶν Θησαυρῶν περί τῆς Ἁγίας καί Ὁμοουσίου Τριάδος, PG 75, 561).

„სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ (იო. 8, 32). უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (იო. 14, 6), იგი არის ადამიანის განმათავისუფლებელი „ცოდვის ტყვეობისაგან“. არ არსებობს ცხოვრება და თავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე და ჭეშმარიტების გარდა. ჩვენს ცხოვრებას რა მნიშნელობასაც ვაძლევთ ჩვენი სურვილისამებრ, არ გახლავთ თავისუფლება, არამედ პირველქმნილი ცოდვის თანამედროვე ინტერპრეტაცია და  ადამიანის თვითიზოლაცია თვითკმარ გაუცხოებასა და ავტონომიაში, ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობის ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. ქრისტესშობა გახლავთ თვითშემეცნება, „ღმერთკაცსა“ და „კაცღმერთს“ შორის არსებული განსხვავების შემეცნება და ასევე ქრისტიანული მოძღვრების მაცხოვნებლობის გაცნობიერება: „არათუ განღმრთობილ ადამიანზე ვსაუბრობთ, არამედ განკაცებულ ღმერთზე“ (იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, PG 94, 988). 

წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც, იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“ (Γρηγορίου Παλαμᾶ, Περί τῆς πρός ἀλλήλους εἰρήνης, PG 151, 10).

ქრისტეს პიროვნებაში ხდება ყოველთა „გაერთიანება“, ადამიანური მოდგმის  ერთობისა და ადამიანური პიროვნების სიწმიდის პროგრესირება, „მსგავსებისაკენ“ სავალი გზის გაკვალვა და მშვიდობის გაცხადება, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4,7). ქრისტე არის „ჩვენი მშვიდობა“ (ეფეს. 2,14), რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული კონსტანტინეს ქალაქში მდებარე „წმიდა მშვიდობის“ ისტორიული და რელიქვიური წმიდა ტაძარი.

ჩვენი მაცხოვარი ნეტარად სახელდებს „მშვიდობისმყოფელებს“, რამეთუ „იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5,9); იგი ასევე მტრების მიმართ გამოვლენილი სამართლიანობისა და სიყვარულის იდეის დემონსტრირებას ახდენს. საღმრთო ლიტურგიის დროს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს „ზეგარდამო მშვიდობისა“ და „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“. წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს, ყოველივე სიკეთის მომცემელს განვადიდებთ და ვამბობთ: „შენი მშვიდობა და შენი სიყვარული მოგვამდლე ჩვენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩვენ“. ჩვენ, რომლებმაც ყველაფერი მივიღეთ ღმერთისაგან, მოვალენი ვართ, რომ როგორც აღმატებულად მოქმედებმა, სხვა ადამიანებზე მეტად ვიღვაწოთ მშვიდობისათვის, როგორც ნათქვამია სახარებაში: „ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან“ (ლკ. 12,48). შესაბამისად, ქრისტიანთა შორის ვინც ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ქრისტიანობას კი არ ამძიმებს ამით, არამედ იმათ, რომლებიც საღვთო მცნებების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთა შორის არსებული მშვიდობა არასდროს არ ყოფილა თავისთავად გასაგები მდგომარეობა, არამედ ყველგან და ყოველთვის ის გახლდათ შედეგი შთამაგონებელი ინიციატივებისა, ვაჟკაცობისა და მსხვერპლის გაღებისა, ძალადობის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობისა და ომის, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალბის უგულებელყოფისა; ეს ასევე იყო გამუდმებული ბრძოლის შედეგი, რომელიც ადამიანური ღირსების დაცვისა და სამართლიანობისაკენ იყო მიმართული. მათი წვლილი მშვიდობისა და შერიგების საქმეში, არის რელიგიების სანდოობის უპირველესი კრიტერიუმი. თავისთავად, რელიგიურ ტრადიციებში არსებობს მოტივები არა მხოლოდ შინაგანი მშვიდობისათვის, არამედ სოციუმში მშვიდობის დამყარებისა და გაუმჯობესებისთვის და ასევე პიროვნებებსა და ხალხებს შორის არსებული აგრესიის დაძლევისთვისაც. ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში, რომელშიც გაბატონებულია ის აზრი, რომ მშვიდობა მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობით, ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებითა და ინტერნეტის დახმარებით. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიებს შორის არსებული მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე შეულებელია მშვიდობა სუფევდეს სხვადასხვა ერებსა და კულტურებს შორის. ღმერთისადმი რწმენა აძლიერებს ბრძოლას მშვიდობისა და სამართლიანობისთვის მაშინაც კი, როდესაც ეს ძალისხმევა ადამიანურად გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე დგება. ყოველ შემთხვევაში, ყოვლად მიუღებელია, რომ რელიგიურმა ლიდერებმა ფანატიზმი იქადაგონ და გააღვივონ სიძულვილის ალი.

უწმიდესნო და ღვთისმოყვარენო ძმანო და საყვარელნო შვილნო,

ქრისტე იშვება, ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად!  ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! კონსტანტინოპოლის ეკლესიის საყდარზე ჩემი წინამორბედის, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შეგულიანებულებმა ვიდღესასწაულოთ სოფლის მაცხოვრის შობის დღე სულიერი სიხარულით აღვსილებმა, „არა ამქვეყნიურად“, არამედ „არაამქვეყნიურად“ და ვივლტოდეთ ყოველგვარი უსარგებლოსაგან და არასაჭიროსაგან“ (Γρηγορίου Θεολόγου, Εἰς τά Θεοφάνια, εἴτουν Γενέθλια τοῦ Σωτῆρος, PG 36, 316). ყველას გისურვებთ ღვთისმოსავ და დიდებულ წმიდა თორმეტეულს (იგულისხმება პერიოდი ქრისტეს შობიდან – ნათლისღებამდე ი.შ.), რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგენს დროის სისავსესა და მარადიული ნათლის სხივს. დაე, დამდეგმა 2023 წელმა, ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის განკაცებული საღვთო სიტყვის კეთილმოსურნეობა და მადლი განამტკიცოს ჩვენში და მოგვანიჭოს მშვიდობის, სიყვარულისა და სოლიდარობის პერიოდი და ასევე უფლისმიერი სიკეთის წელი. 

ქრისტესშობა, 2022, 

მარადის თქვენთვის მლოცველი

† ბართლომეოსი 

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი


Δεν υπάρχουν σχόλια: