e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Σάββατο 19 Απριλίου 2025

მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2025)

 

† ბართლომეოსი

წყალობითა ღმრთისათა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის ყოველ სისავსეს:

დიდებით აღმდგარი ქრისტეს მადლი, მშვიდობა და წყალობა იყოს თქვენ ყოველთა თანა

* * *

ყოვლადღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,

ღმრთის წყალობითა და ძლიერებით, ლოცვითა და მარხვით განვლეთ წმიდა და დიდი მარხვის ოკეანე და საბოლოოდ მივაღწიეთ ბრწყინვალე პასექის დღესასწაულს; ვადიდებთ დიდების უფალს, რომელიც შთავიდა ჰადესის სიღრმეებში და მკვდრეთით აღდგომით „შეუდგინა შესვლა სამოთხეს ყოვლისა კაცისათვის“.

აღდგომა არ არის მხოლოდ წარსულის მოვლენის გახსენება, არამედ ჩვენს ყოფასთან დაკავშირებული „კეთილი ცვლილებაა“, „სხვა დაბადება, სხვა ცხოვრება, არსებობის სხვა სახე, ჩვენი ბუნების გარდაქმნა“.[1] აღდგომილ ქრისტეში კი მთელი ქმნილება განახლდება ადამიანთან ერთად. როდესაც საპასექო კანონის მესამე გალობაში ვგალობთ „აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქვეყანა, და ქვესკნელი, და ყოველნივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვსძლიერდით“, მაშინ განვაცხადებთ სამყაროს დაფუძნებას და აღვსებას წარუვალი ნათლით. გამონათქვამები „ქრისტემდელი“ და „ქრისტესშემდგომი“ სიმართლედ წარმოჩინდება არა მხოლოდ კაცობრიობის ისტორიისთვის, არამედ მთელი ქმნილებისთვის.

უფლის მკვდრეთით აღდგომა სახარების გულია, მტკიცე საყრდენი ყოველი ახალიაღთქმისეული წიგნისათვის, ისევე როგორც მართლმადიდებელთა ლიტურგიული ცხოვრებისითვისა და ღმრთისმსახურებისათვის. მართლაც, სიტყვები „ქრისტე აღდგა!“ აჯამებს ეკლესიის ღმრთისმეტყველებას. სიკვდილის ბატონობის გაუქმების გამოცდილება განუზომელი „დასაბამიერ მარწუხთაგან გათავისუფლებული“. სიხარულის წყაროა. „ყოველივე აღივსო სიხარულით აღდგომის გემოთღებისას.“ აღდგომა „დიდი სიხარულის“ აფეთქებაა და განსჭვალავს ეკლესიის მთელ ცხოვრებას, მიზანმიმართულებას, სამწყემსო მსახურებას, როგორც მარადიული მამის, ძისა და სულიწმიდის სასუფევლის — სიცოცხლის, შემეცნებისა და ნეტარი არსებობის სისავსის წინასწარუწყებას. მართლმადიდებელი სარწმუნოება და პესიმიზმი ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებია.

პასექი ჩვენთვის თავისუფლებისა და დამაშორებელ ძალებზე გამარჯვების დღესასწაულია; ის არის ჩვენი ყოფიერების გაეკლესიურება, მოსაწვევი მსოფლიო ფერისცვალების თანამოღვაწებისათვის. ეკლესიის ისტორია განიხილება „დიდ პასექად“, როგორც სვლა „ღმრთისშვილთა დიდებით განთავისუფლებისაკენ“ (რომ. 8:21). აღდგომის გამოცდილება განაცხადებს ქრისტეში თავისუფლების ბირთვსა და ესქატოლოგიურ განზომილებას. წმიდა წერილში მაცხოვრის აღდგომის მოხმობანი წარმოაჩენენ ჩვენი, მორწმუნეების თავისუფლების ძალას; მხოლოდ ამ თავისუფლებაში ცხადდება „დიდი სასწაული“, რომელიც მიუწვდომელია ყოველგვარი დევნისათვის. „ხსნის საიდუმლო ეკუთვნის მათ, ვისაც სურს ეს თავისუფლად, არა ძალადობით მოწოდებულთათვის“. საღმრთო ნიჭის მიღება, როგორც მორწმუნის „გადასვლა“ ქრისტესთან, არის ნებაყოფლობითი და არსებითი პასუხი აღდგომილი უფლის სიყვარულითა და ხსნით განმსჭვალულ „გადასვლაზე“ კაცობრიობისკენ. ვინაიდან „უმეტესად ჩემგან ვერ იქმთ ნურაფერს“ (იოანე 15:5).

უფლის აღდგომის საიდუმლო დღემდე განაგრძობს მათი დადებითი სიზუსტეების შერყევას, ვინც უარყოფს ღმერთს, როგორც „ადამიანის უარყოფას“, ასევე იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ „ღმრთის გარეშე თვითმკურნალობის ცდას“ და „თანამედროვე კაცღმერთის“ თაყვანისმცემლებს. მომავალი არ ეკუთვნის მათ, ვინც ჩაკეტილია თვითკმარ, დამახინჯებულ და ვიწრო ამქვეყნიურ ყოფიერებაში. არ არსებობს ნამდვილი თავისუფლება აღდგომის გარეშე, მარადიულობისის პერსპექტივის გარეშე.

წელს, ქრისტეს წმიდა და დიდი ეკლესიისთვის აღდგომის მსგავსი სიხარულის ერთ-ერთ წყარო მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ აღდგომის ერთობლივი აღნიშვნაა, ნიკეის პირველ კრების 1700 წლის იუბილის აღნიშვნასთან ერთად, რომელმაც დაგმო არიოზის – „სამებაში ერთი ძისა და ღმრთის სიტყვის დამცრობლის “ – მწვალებლობა და დააწესა ჩვენი მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოანგარიშების წესი.

ნიკეის კრება იწყებს ახალ ხანას ეკლესიის კრებსით ისტორიაში, გადასვლას ადგილობრივიდან მსოფლიო კრების დონეზე. როგორც ვიცით, პირველმა მსოფლიო კრებამ სარწმუნოების სიმბოლოს შემატა არაბიბლიური ცნება «ὁμοούσιος», „ერთარსი“, თუმცა მკაფიო გამომხსნელობითი მიმართებით, რაც ეკლესის მოძღვრებათა ძირითად მახასიათებლად რჩება. ამ მხრივ, ამ დიდი იუბილის აღნიშვნები არ წარმოადგენს მიბრუნებას წარსულისკენ, რადგან „ნიკეის სული“ დაუზიანებლად არსებობს ეკლესიის ცხოვრებაში, რომლის ერთიანობა დაკავშირებულია მისი კრებსითი იდენტობის სწორ გაგებასა და განვითარებაზე. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების შესახებ საუბარი გვახსენებს საერთო ქრისტიანულ საწყისებს და ჩვენი შეუბღალავი სარწმუნოების შერყვნის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, მოგვიწოდებს მივემართოთ ეკლესიის წეს-ჩვეულების სიღრმისა და საზრისისკენ. წელს „უწმიდესო სააღდგომო დღესასწაულის“ ერთობლივი აღნიშვნა გამოკვეთს საკითხის დაუძველებლობას, რომლის გადაწყვეტაც არა მხოლოდ ქრისტიანობის პატივისცემას გამოხატავს ნიკეის კრების დადგენილებისადმი, არამედ გააზრებას, რომ „ასეთ წმიდა საკითხებში არ უნდა იყოს სხვაობა“.

ამ გრძნობებით, აღდგომის ნათლითა და სიხარულით აღვსებულნი, „ქრისტე აღდგა!“-ს საზეიმოდ გაცხადებისას, პატივი მივაგოთ პასექის რჩეულ და წმიდა დღეს მაცხოვარში ჩვენი რწმების გულითადი აღიარებით, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და ყოველ ხალხსა და სამყაროს მიანიჭა სიცოცხლე, ეკლესიის წმიდა წეს-ჩვეულებებისადმი ჩვენი ერთგულებითა და ჩვენი მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულით, უფლის ზეციური სახელის ერთობით განსადიდებლად. 

ფანარი, წმიდა პასექი 2025

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე 

თქვენ ყოველთათვის მხურვალედ მვედრებელი

 

_____________

[1] გრიგოლ ნოსელი, ჩვენი უფლის აღდგომის შესახებ, PG 46.604.

[2] მაქსიმე აღმსარებელი, საუფლო ლოცვის შესახებ, PG 90.880.

______

Photo: Nicholas Papachristou

Δεν υπάρχουν σχόλια: