2022 წლის 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ესტუმრა ქართულ სამრევლოს ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. გადახდილ იქნა წმიდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი, რომელსაც ადგილობრივ მრევლთან ერთად საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: რომის კათოლიკე ეკლესიის სამოციქულე ვიკარი სტამბოლში მეუფე მასიმილიანო, ბურსელი მიტროპოლიტი მეუფე იოაკიმე, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერაკური კონსული ქ-ნო ინგა კიკვაძე, არხონი ბ-ნი ლაკი ვინგასი, სტამბოლის მერის წარმომადგენელი ქ-ნი ფატმა იავუზი და სტამბოლში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი.
პარაკლისის დასასრულს, სამრევლოს წინამღთვარმა, მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ სიტყვით მიმართა პატრიარქს და მადლობა გადაუხადა მისი მუდმივი მხარდაჭერისა და მამობრივი სიყვარულისათვის, და საჩუქრად გადასცა სპეციალურად მისთვის დამზადებული ხელთნაკეთი კვერთხი.
თავის მხრივ, პატრიარქმა სიტყვით მიმართ მრევლს, დალოცა ისინი, და ხაზი გაუსვა წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის მნიშვნელობას, როგორც კონსტანტინოპოლისთვის, ასევე საქართველოსთვის, და მრევლს დაურიგა წმიდა ნინოს ხატები.
დასასრულს გაიმართა საპატიო ვახშამი, რომელმაც თბილ გარემოში ჩაიარა.
————
January 27, 2022, on the occasion of the Feast of Saint Nino (Julian calendar) His All-Holiness, Ecumenical Patriarch Bartholomew visited the Georgian Community of Constantinople in Saint George Church in Edirnekapı.
A Paraklisis was performed by Archimandrite of the Ecumenical Thron, which was attended by honorary guests along with the local parishioners, including: Metropolitan Joachim of Bursa, Bishop Massimiliano, Apostolic Vicar of the Roman Catholic Church in Istanbul, Consul General of Georgia in Istanbul Ms. Inga Kikvadze, Archon Mr. Laki Vingas, Representative of the Mayor of Istanbul Ms. Fatma Yavuz and several clergymen service in Istanbul.
The Ecumenical Patriarch blessed our Community, for which he shows constant interest.
The Georgian Community hosted a dinner in honor of the Ecumenical Patriarch and his entourage.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου