დღეს, მ.წ. 7 აპრილს, ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბურსის მიტროპოლიტმა, ყოვლადუსამვდელოესმა იოაკიმემ, ბურსაში აღასრულა მისი პირველი სამღვდელმთავრო ლიტურგია.
ლიტურგიის დროს მღვდელმთავრებთან თანამსახურებდა კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი ილია ჯინჯოლავა. საღმრთო წირვა, რომელიც ძირითადად ქართულ ენაზე, გალობის თანხლებით, აღესრულა, სლავი და არაბი მართლმადიდებელი ქრიატიანებიც ესწრებოდნენ.