e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Σάββατο 16 Ιανουαρίου 2021

მოსკოვის საპატრიარქომ უხეშად შეცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი


უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა უწმიდეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსენებული წერილის ტექსტი გამოაქვეყნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, სადაც საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხელმოწერაში დაფიქსირებულია მხოლოდ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. http://www.patriarchia.ru/db/text/5750716.html

ეს წერილი, ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა დოკუმენტის სახით, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური ხელს წერს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთგზის წარმოაჩენს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ დამოკიდებულებას საქართველოს საპატრიარქოსა და მისი მეთაურისადმი – რუსეთის ეკლესია პრინციპულად და უხეშად არ აღიარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას.

აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიერ გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის ტექსტის უხეშად შეცვლილი სახით გამოქვეყნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ არის საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა, უღირსი ქმედება და უპატივცემულობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, მისი კანონიკური საზღვრებისა და მამამთავრისადმი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილი ოფიციალური წერილი სრულიად რუსეთის პატრიარქისადმი, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური ხელს აწერს თავისი სრული ტიტულატურით


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილი ოფიციალური წერილი სრულიად რუსეთის პატრიარქისადმი, სადაც წერილის დედნისგან განსხვავებით, საქართველოს ეკლესიის მეთაური არ არის მოხსენიებული წერილში ხელმოწერის ქვევით დაფიქსირებული სრული ტიტულატურით

Πηγή: WeNews.ge

Δεν υπάρχουν σχόλια: